რუსუდან „რუსკა“ მაყაშვილი (დ. 27 ოქტომბერი, 1988) — ქართველი კინომსახიობი. იგი პირველად გამოჩნდა ეკრანზე საქართველოს ბანკის 2010 წლის რეკლამაში, შემდეგ – იმედის არხზე გასულ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ასრულებს „ანჩოს“ როლს. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერას დაუდო სათავე.