რობერტ პეტინსონის საჩუქარი კრისტენისადმი.
რობერტ პეტინსონმა კრისტენ სტიუარდს თავისი სიყვარულის კიდევ ერთხელ
დასამტკიცებლად საოცარი სურპრიზი გაუკეთა. კრისტენი საკმაოდ ააღელვა
მოძღვნილმა საჩუქარმა.
როგორც იცით, რობერტ პეტინსონმა(25) და კრისტენ სტიუარტმა(21) არაჩვეულებრივი
კვირა გაატარეს საფრანგეთში, პარიზში. სადაც, რობმა, ჟურნალ Star-ს გამოუცხადა,
რომ 1 მლნ $ ღირებულების სახლი შეიძინა, რათა წყვილისთვის შესაძლებელი იყოს პარიზში
ხშირი დაბრუნება. ამ წელს ისინი კვლავ აპირებენ უკან დაბრუნებას.
წყვილი საკმაოდ დატვირთულია კარიერით, ამიტომაც ამ პატარა განტვირთვის დროს კრისტენისათვის
მართლაც ძალიან სასიამოვნო და განსაცვიფრებელი სურპრიზი გამოდგა ის, რომ მას და რობს
პარიზში საკუთარი ბუდე აქვთ. რობერტმა კრისტენს უთხრა, რომ წლის ბოლოს ისინი რამოდენიმე
თვეს გაატარებენ პარიზში. ჯერჯერობით სახლის ფოტოები არ გავრცელებულა.